Jump to content
Planeta.Ge

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი გახდა


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მეორე ცდით ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. ტელევიზიის ხელმძღვანელის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა 5-დან ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ირინე ფუტკარაძემ.

თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ვლადიმერ ტატიშვილს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა მოქმედი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე.

მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს და ის უფლებამოსილებას 22 ნოემბრიდან შეუდგება.

ვლადიმერ ტატიშვილი მხატვარი, მუსიკის მკვლევარი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორია, კითხულობს ლექციებს მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის შესახებ. 2016 წელს გამოსცა ლექსების კრებული „Raond Midnaight”, 2020 წელს სახელმძღვანელო „სიტყვა მუსიკა და ფერი სატელევიზიო რეკლამაში“.

რადიო თვაისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...