საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცთან გამოჩნდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ. სუსის ინფორმაციით, მათ "უკანონო ინსტალაცია აღმართეს".
"უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს შემდეგ რაუნდზე", - ამბობენ უსაფრთხოების სამსახურში.
გუშინ, 10 ნოემბერს, ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ამ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის უკანონო ბორდერიზაციაც იყო.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.