Jump to content
Planeta.Ge

ფიფას ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ირანის ნაკრები არ უნდა დაუშვან მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე


ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ირანის ნაკრები არ უნდა დაუშვან, ცნობას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ბლატერი თვლის, რომ ისლამურ რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომელიც მოჰყვა თავსაფრის არასწორად ტარებისთვის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილს, ირანის გუნდი უნდა ჩამოაშორონ ტურნირს.

11 ნოემბერს შვეიცარიულ ტაბლოიდ Blick-ს მოჰყავს ბლატერის სიტყვები. 86 წლის ბლატერი, რომელიც კატარში მსოფლიო თასის გათამაშების წინააღმდეგი იყო და ფიფას ხელმძღვანელობას აკრიტიკებს, აღნიშნავს, რომ „ირანი უნდა გაირიცხოს მსოფლიოს თასის“ გათამაშებიდან.

ბლატერის თქმით, ის რომ ყოფილიყო ახლა ფიფას პრეზიდენტი, ირანს, რომელიც აშშ-სთან, ინგლისთან და უელსთან ერთად არის „B“ ჯგუფში, ჩამოაშორებდა გათამაშებას.

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი წელს კატარში იმართება, 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე. ტურნირიდან ირანის გუნდის ჩამოშორებაზე არაერთი მოწოდება გაისმა.

რადიო თავისუფლება 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...