უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ
უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ, - ინფორმაცის CNN-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფოტოებზე ჩანს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მცხოვრებლებით არიან გარშემორტყმული. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს.
ამასთან, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გულში იკრავს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებმაც ქალაქში უკრაინის დროშა აღმართეს.
უკრაინელმა მოქალაქეებმა ბილოზერკას დასახლებაში, ხერსონიდან 10 კილომენტრში რუსული პროპაგანდისტული ბილბორდები ჩამოხიეს და უკრაინული დროშა აღმართეს.
ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენებია უკრაინის დროშა, რომელიც ფრიალებს "მეორე მსოფლიო ომის" მემორიალზე. მეორეში ვიდეოში ჩანს, რომ მოსახლეობა ხევს პროპაგანდისტულ ბილბორდს, რომელზედაც გამოსახულია ახალგაზრდა გოგონა რუსული დროშითა და წარწერით : „რუსეთი სამუდამოდ აქ არის“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.