Jump to content
Planeta.Ge

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორი - ვადასტურებ, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე იოსებ მგელაძესთან ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები


ვადასტურებ, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე იოსებ მგელაძესთან ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამის შესახებ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორმა ზინიკო ქობალიამ გადაცემა „იმედი ლაივში“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც საუბარი იყო ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას იოსებ მგელაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარების შესახებ.

საქმის პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა იოსებ მგელაძის საცხოვრებელ მისამართზე და შედეგად საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოიღეს, რომლის შესწავლაც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდება.

ზინიკო ქობალიამ ასევე ისაუბრა საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლების მონაწილეობით და ჩართულობით ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში ჩატარებულ ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე.

პროკურორის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მიერ პირველ ეტაპზე უკვე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა ორგანიზატორთა ნაწილის მიმართ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია ერთ- ერთი ორგანიზატორი.

ცნობისთვის, იოსებ მგელაძე დავით კეზერაშვილის მეგობარია და არსებული ინფორმაციით, მასთან ბიზნესპარტნიორობაც აკავშირებს. სწორედ, იოსებ მგელაძის კუთვნილ ოფისში, რომელიც "აქსის თაუერსში" მდებარეობს, სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მგელაძე ადასტურებს, რომ საოფისე ფართები მის საკუთრებაშია და კერძო კომპანიაზე აქვს გაქირავებული.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...