Jump to content
Planeta.Ge

ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ კიდევ 45 სამხედრო დაიბრუნა


ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 45 სამხედრო დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“შედგა მორიგი ტყვეთა გაცვლა - მოვახერხეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 მებრძოლის გათავისუფლება. მათ შორის არიან ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ბრძოლებში ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ.

ასევე მოვახერხეთ ჩვენი ორი გარდაცვლილი დამცველის ცხედრების დაბრუნება.

ყველა უკრაინელს დავაბრუნებთ სახლში”, - წერს ერმაკი.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...