ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს ონლაინ რეჟიმშიც არ დაესწრება
ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტში ონლაინ ფორმატით მონაწილეობა არ იგეგმება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ამასთან, პესკოვის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ გაემგზავროს ინდონეზიაში სამიტში მონაწილეობის მისაღებად, განპირობებულია მისი განრიგით და რუსეთში ყოფნის აუცილებლობით. ”ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია მის განრიგთან, მისი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის აუცილებლობასთან”, - აღნიშნა პესკოვმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.