Jump to content
Planeta.Ge

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სანქცირებული მოქალაქეებისა და ორგანიზაციების 20.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივები დააყადაღა


გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქცირებული რუსი ოლიგარქების, სხვა ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების კუთვნილი 18 მილიარდი ფუნტის (20.5 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივები გაყინეს.

„ჩვენ რუსეთს ისეთი მკაცრი სანქციები დავუწესეთ, როგორიც არასდროს და ეს ანგრევს მათ ომის მანქანას. ჩვენი გზავნილი ნათელია: არ დავუშვებთ პუტინის წარმატების მიღწევას ამ სასტიკ ომში“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენელმა ენდრიუ გრიფიტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ომის გამო გაერთიანებულმა სამეფომ ამ დრომდე რუსეთში სანქციები დაუწესა 1200-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 120-ზე მეტ ორგანიზაციას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...