მიხეილ დაუშვილი - ირონიაა - „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა, ახლა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს
ირონიაა - „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა, ახლა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, დღეს ქვეყანა იმდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მეასე ხარისხოვანია, რაც "ნაციონალურ მოძრობაში" ხდება.
"ეს მთავარი განსახილველი თემა არ უნდა იყოს. კიდევ უფრო დასანანი ის არის, რომ როგორც საკუთარ თავს უწოდებენ - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ამ მძიმე დროში სტრუქტურულ რეფორმების გატარებაში ჩართვის ნაცვლად, შიდა პარტიული ძალაუფლების გადანაწილებით არის დაკავებული. მათი ერთადერთი მიზანი არის არა ქვეყნის დემოკრატიზაცია ან ევროინტეგრაცია, არამედ ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ამიტომ იქცევიან ასე", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.