Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური - ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა


ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხდა.

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოგისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს რუსული ჯარების მართვისა და კონტროლის სისტემა, ამით მტერს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა გაქცევისა.

ვალერი ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით პირველი ოქტომბრიდან უკრაინის ჯარების წინსვლა მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში 365 კმ-მდეა, აღებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1 381 კვ.კმ-ს აღწევს და აღდგენილია კონტროლი 41 დასახლებულ პუნქტზე.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...