ირანმა პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა შექმნა
ირანმა პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა შექმნა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის, ადმირალ ხაჯიზადეს განცხადებით, ახალი რაკეტა ყველა სახის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადალახვას შეძლებს და ათწლეულების განმავლობაში არ იქნება ისეთი სისტემა, რომელიც მის განეიტრალებას შეძლებს.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა არის გამიზნული მტრის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განადგურებისთვის და არის „მნიშვნელოვანი ნახტომი“ ამ სფეროში.
ჰიპერბგერით რაკეტას ფრენა ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ სწრაფად შეუძლია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.