Jump to content
Planeta.Ge

სტოლტენბერგი: აშშ-ის არჩევნებში რესპუბლიკელების წარმატება არ შეაფერხებს უკრაინის დახმარებას


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა წარმატებებმა შეიძლება შეაფერხოს დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.

9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიშ სუნაკთან მოლაპარაკებების შემდეგ სტოლტენბერგმა ასევე პირობა დადო, რომ ალიანსი „განაგრძობს უკრაინის დახმარებას ხერსონის გარშემო“, მას შემდეგ, რაც რუსეთმა განკარგულება გასცა, რომ თავისი ჯარები გავიდნენ სამხრეთ უკრაინაში მდებარე ამ ქალაქიდან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ის დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. მაგრამ როგორც ჟურნალისტებს უთხრა, „სრულიად ნათელია, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინას ორივე პარტიის მხრიდან აქვს ძლიერი მხარდაჭერა.“

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...