Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა


კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი გამოაქვეყნა.

გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი - ოთხჯერ.

მანამდე კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას, „«Ачгуара-ს" (აჩიგვარა) მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა. შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ.

ოჩამჩირის რაიონში“Ачгуара-ს" (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე, 1 ნოემბერს ავარია მოხდა. მანამდე 4 თვის განმავლობაში, ძველი ხაზების ახლით ჩანაცვლების მიზნით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

4 ნოემბერს ენერგეტიკოსებმა მაღალი ძაბვის ხაზზე დატვირთვა გაზარდეს, სატესტო რეჟიმმა კი აჩვენა, რომ ის მხოლოდ მინიმალურ დატვირთვას უძლებდა, რის გამოც მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაუწესდათ.

 

გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები გუშინ, 8 ნოემბერს, განაახლეს.

ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს აჩიგვარის ხაზით მიეწოდება. აჩგვარის ხაზზე სადენების გამოცვალა 1 ოქტომბერს დაიწყეს. სარემონტო სამუშაოებს „ჩერნომორენერგოს“ (დაახლოებით 20 ადამიანი) და რუსული კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებდნენ. სარემონტო სამუშოებზე დაახლოებით 50 მლნ რუბლი (2 მლნ 200 ათასზე მეტი) დაიხარჯება. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის განცხადებით, რემონტი 15 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების - რუსეთიდან ნაკადის შეწყვეტის გამო - შეჩერდა. 32-კილომეტრიანი გადამცემი ხაზის მხოლოდ 24-კილომეტრიანი მონაკვეთის გამოცვლა მოესწრო. წინასწარი მონაცემებით, გადამცემი ხაზის სრული მონაკვეთის გამოცვლას კიდევ 20 დღე დასჭირდება. ადგილობრივი ოპოზიციის განცხადებით, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშოები მანამდეც უხარისხოდ ჩატარდა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...