ავტოავარიაში დაიღუპა ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი
9 ნოემბერს დაიღუპა უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი. წინასწარი მონაცემებით ის ავტოავარიის მსხვერპლი გახდა, იტყობინება რუსეთის ხელისუფლება.
ჩინოვნიკის სიკვდილის შესახებ ერთ-ერთი პირველები იტყობინებოდნენ რუსი სამხედრო ჟურნალისტი სემიონ პეგოვი, ბლოგერი ბორის როჟინი და სახელმწიფო ტელეარხი RT.
რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის ოლქის ხელში ჩაგდების შემდეგ სტრემოუსოვი რუსეთის მთავარი სპიკერი იყო რეგიონში. ის ოფიციალურ პირთაგან პირველი იტყობინებოდა რეგიონის ანექსიის მზადების შესახებ.
სტრემოუსოვი დაიღუპა რუსეთის მიერ დაკავებული პოზიციების წინააღმდეგ უკრაინის ჯარების იერიშის დროს. მოსკოვს ხერსონიდან გაჰყავს პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა. ბევრი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ რუსეთი ქალაქის ჩასაბარებლად ემზადება. იტყობინებიან, რომ რუსეთის ხელისუფლება ცუდად აკონტროლებს ხერსონის იმ ნაწილს, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, იქ გახშირდა ძარცვა, მაროდიორობა, დარჩენილი საწარმოები უარს ამბობენ, ფულადი ანგარიშსწორება რუბლებში აწარმოონ.
9 ნოემბერს გამოცემა „მედუზა“ იტყობინება, რომ კრემლმა მის კონტროლქვეშ მყოფ მედიას სთხოვა, ნაკლებად დაიმოწმონ ხოლმე სტრემოუსოვი, ასევე სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც ომის მხარდამჭერები არიან, მაგრამ აკრიტიკებენ სამხედრო მოქმედებების მსვლელობას უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.