მარია ზახაროვა აცხადებს, რომ შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის
შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე და ახლა, “შექმნილი რეალობის გათვალისწინებით”, მზადაა დიალოგისთვის.
“ჩვენ ჯერ კიდევ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათზე უარი, მზად ვართ ისინი ვაწარმოოთ, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამ მომენტში იქმნება”, - თქვა ზახაროვამ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.