Jump to content
Planeta.Ge

ნატოს მომავალი სამიტი ივლისში ლიეტუვაში გაიმართება


ნატოს მომავალი სამიტი, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ნატოელი მოკავშირეების ლიდერთა მონაწილეობით ლიეტუვაში გაიმართება. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 9 ნოემბერს, იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ზრდის უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთებას ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში.

"ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვართ ყველაზე რთულ და წინასწარ განუსაზღვრელ ვითარებაში", - თქვა სტოლტენბერგმა და განაცხადა, რომ 30 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ვილნიუსში შეიკრიბებიან 2023 წლის 11-12 ივლისს.

სტოლტენბერგის თქმით, ლიდერები განიხილავენ ნატოს რუსეთსა და უკრაინასთან ახლოს მდებარე წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის გზებს და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას.

 

ნატოს მომავალი სამიტი ასევე შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა თავდაცვის სფეროზე გაღებული ხარჯები, რომლებიც თანდათანობით იმატებდა მას მერე, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება განახორციელა, ხოლო თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა.

 

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...