ბერდია სიჭინავა - ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მოხსენიებულია კრემლთან დაახლოებულ ერთადერთ ოლიგარქად, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერად არის აღმართული
დღეს ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მოხსენიებულია, როგორც კრემლთან დაახლოებულ ერთადერთ ოლიგარქად, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეების ნებასა და ევროინტეგრაციას შორის ბარიერად არის აღმართული , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ისაუბრა, რითაც შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებები.
მისი შეფასებით, ის გზავნილები, რაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში მიიღო, ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, არაფორმალური გავლენების აღმოფხვრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საკითხის მომხსენებელი საქართველოსთან მიმართებით იყო სვენ მიქსერი. ის, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ კარგად უნდა ფლობდეს ინფორმაციას. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გზავნილები და წუხილები, რომელიც შესაბამის ანგარიშში გააჟღერა, საყურადღებოა.
დღეს ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მოხსენიებულია, როგორც კრემლთან დაახლოებულ ერთადერთ ოლიგარქად, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეების ნებასა და ევროინტეგრაციას შორის ბარიერად არის აღმართული. საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან ბიძიან ივანიშვილის არაფორმალური გავლენები, არა მარტო მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე, არამედ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე.
ევროპარლამენტის შესაბამის ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია ბოლო 2 წლის განმავლობაში დემოკრატიის უკუსვლის მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. როგორ იტაცებდა სახელმწიფო ინსტიტუციებს, რეალურად „ქართული ოცნების“ ვერტიკალში აქცევენ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას. შესაბამისად, ამ არაფორმალური გავლენების აღმოფხვრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.