რადას ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგები ათასობით აღირიცხება, ხოლო მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა.
კერძოდ, ლუბინეცის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკრაინაში 7 938 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 10 897 დაიჭრა, 14-მა მილიონმა სახლი დაკარგა, 6.2 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა ქვეყნის შიგნით, 11.7 მილიონი ლტოლვილი გახდა და დროებითი თავშესაფარი მიიღო უკრაინის ფარგლებს გარეთ, 1.4 მილიონმა წყალზე წვდომა დაკარგა, 4.6 მილიონს შეზღუდული წვდომა აქვს წყალზე.
ასევე, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 8.5 თვის განმავლობაში უკრაინაში 430 ბავშვი დაიღუპა, 827 დაიჭრა, 260 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, 10 570 დეპორტირებულია რუსეთში ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.