პრეზიდენტი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, - აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოში სამუშაო ვიზიტისას საპარლამენტო ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში გააკეთა.
,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ჩვენი ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ვესტუმრო.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და საქართველოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის მდიდარი ისტორია აქვთ, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, რომლებიც საერთო მიზნისთვის ერთობლივად მუშაობენ.
ქართველი ხალხის სახელით, მინდა, წარმატებები ვუსურვო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ პარტნიორობას მრავალი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ“, - აღნიშნულია ჩანაწერში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.