Jump to content
Planeta.Ge

გაერო-ში აშშ-ს ელჩი - არანაირი მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინას მესაჭის ადგილი არ უკავია - უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება


გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს.

„ჩვენ პირველი დღიდან გავერთიანდით და ამ ერთიანობაში ბზარები არ გვინახავს. ევროპა ერთიანია. ნატო ერთიანია. ჩვენ გვქონდა ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და გავაგრძელებთ ერთიანობას ვიდრე უკრაინა არ მოიგებს ამ ომს და რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე.

„არანაირი მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინას მესაჭის ადგილი არ უკავია. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება. მათ უნდა განსაზღვრონ, როდის იქნებიან მზად ამ მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...