Jump to content
Planeta.Ge

თურქეთმა აკრძალა თავის საჰაერო სივრცეში ორმაგი რეგისტრაციის მქონე რუსული თვითმფრინავების ფრენა


თურქეთის ხელისუფლებამ 1 ნოემბრიდან აკრძალა ქვეყნის საჰაერო სივრცეში იმ რუსული თვითმფრინავების ფრენები, რომლებიც ორმაგი იურისდიქციით არიან დარეგისტრირებული.

ლაპარაკია რუსეთის სხვადასხვა ავიაკომპანიის კუთვნილი უცხოური თვითმფრინავების უმრავლესობაზე, რომლებიც ბერმუდის კუნძულებზე იყვნენ დარეგისტრირებულნი. მაგრამ მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ბერმუდის ხელისუფლებამ გააუქმა ამ თვითმფრინავების საზაფხულო სერტიფიკატების მოქმედებს ვადა. ავიაპარკის შესანარჩუნებლად რუსეთის ხელისუფლებამ 500 თვითმფრინავზე მეტი გადაიყვანა რუსეთის იურისდიქციაში. შესაბამისად, სექტემბრის შუა რიცხვებიდან 560 საჰაერო ლაინერი ერთდროულად ირიცხებოდა როგორც რუსეთის, ისე ბერმუდის რეესტრში.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), ჩატარებული აუდიტის საფუძველზე, რუსეთი ფრენის უსაფრთხოების მხრივ პრობლემურ ქვეყნად მიიჩნია. როგორც იუწყებოდნენ, ეს სწორედ თვითმფრინავების ორმაგ რეგისტრაციას უკავშირდებოდა. ICAO-ს დასკვნების საფუძველზე, თურქეთის მსგავსად, სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ აუკრძალონ რუსულ ავიაკომპანიებს თავიანთი საჰაერო სივრცით სარგებლობა.

ორმაგი იურისდიქციით რეგისტრირებული რუსეთის კუთვნილი Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავების შესახებ მაისის თვეში მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ჩინეთმაც.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...