Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკი "დიდი ოცეულის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების, „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკის წარმომადგენელმა 8 ნოემბერს განუცხადა უკრაინულ ეროვნულ მაუწყებელ „სუსპილნეს“. მისი თქმით, ის დიდი ალბათობით ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას სამიტის მუშაობაში.

გასულ კვირაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ მიიღებს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას, თუკი მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრება. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სერჰი ნიკიფოროვს არ დაუზუსტებია, შეცვალა თუ არა ზელენსკიმ თავისი პოზიცია.

„დიდი ოცეულის“ სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება ინდონეზიაში.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...