Jump to content
Planeta.Ge

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს


ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს.

ფხენიანში აცხადებენ, რომ ქვეყანა არ არის ჩართული რუსეთთან იარაღით ვაჭრობის გარიგებაში და მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემას არც სამომავლოდ გეგმავს.

„ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ის ამგვარ ნაბიჯებს, როგორც მისი მტრული მცდელობის ნაწილს, შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაში.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით.

კირბის თქმით, ფხენიანი ტვირთების დამალვას ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების გავლით ცდილობდა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...