ბექა ლილუაშვილი - IRI-ს კვლევამ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მათივე მხარდამჭერების ყოველდღიური პრობლემები
IRI-ს კვლევამ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მათივე მხარდამჭერების ყოველდღიური პრობლემები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამ კვლევაში ნათლად ჩანს, თუ როგორ აქვს ერთდროულად დაცემული რეიტინგი იმ ორ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ეხმარებიან და ასაზრდოებენ.
"მათ აქვთ საკუთარი ტელევიზიები, ყავთ არაფორმალური მმართველი თუ ოლიგარქები, ქართულ ოცნებას ადმინისტრაციული რესურსებიც, თუმცა ფაქტია, რომ მიუხედავად ამ რესურსებისა, ვერც ერთი პარტია და ვერც მეორე პარტია ვეღარ ახერხებს მხოლოდ საკუთარი დღისწესრიგი შექმნას.
"მათ აქვთ საკუთარი ტელევიზიები, ყავთ არაფორმალური მმართველი თუ ოლიგარქები, ქართულ ოცნებას ადმინისტრაციული რესურსებიც, თუმცა ფაქტია, რომ მიუხედავად ამ რესურსებისა, ვერც ერთი პარტია და ვერც მეორე პარტია ვეღარ ახერხებს მხოლოდ საკუთარი დღისწესრიგი შექმნას.
დღითიდღე ცხადი ხდება, მათ შორის ამ კვლევის შედეგებით, რომ ისინი კარგავენ უნარს საზოგადოებას თავზე მოახვიონ თავიანთი ლეგენდები, და საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა იკლებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორივე პარტია აქტიურ პოლიტიკაშია. კვლევაში ნათლად არის ასახული საქართველოში განვითარებული ბოლო პერიოდის მდგომარეობა:
ქართველი ხალხის მკაფიო დასავლური კურსის შეუცვლელი არჩევანი - რომელსაც ქართული ოცნება ცდილობს 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულების ნაცვლად 12 ალიბის შექმნა დაუპირისპიროს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ქვეყნის მარცხი საკუთარი ვიწრო პარტიულ ინტერესეად აქციოს" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი განმარტებით, ამ მოცემულობაში არ არის გასაკვირი, რატომ არის პარტია "საქართველოსთვის" ყველასთვის მთავარი სამიზნე და დასარტყამი ობიექტი.
"ამ მოცემულობაში, უკვე აღარავის უკვირს, რატომ ვართ ჩვენ ყველასთვის მთავარი სამიზნე და დასარტყამი ობიექტი. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ეტაპზე თავის გეგმას ასრულებს და მიუყვება. ეს იმ პირობებში, როცა სრულად შეზღუდული გვაქვს მედიარესურსები, ფაქტობრივად ყველა პარტიულ ტელევიზიაში.
მეტიც იმედზე გვაშუქებენ მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლება დაუკვეთავს ბინძურ პროპაგანდას და ტყუილებს ჩვენს პარტიასა თუ ლიდერებზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ესე თანმიმდევრულად და ნაბიჯ - ნაბიჯ დავასრულებთ ორპოლუსიანობას, ქოცების და ნაცების გაუთავებელ ურთიერთ ქიშპს და ამით ქვეყნის დაზიანებას" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.