Jump to content
Planeta.Ge

კელი დეგნანი - აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში, მედიის თავისუფლების საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის


მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რაზეც ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში.

„ნამდვილად არ მაქვს კომენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, აშშ არ არის ჩართული ევროპარლამენტის ან ევროპული პარტიის განხილვებში. მე არ მაქვს კომენტარი ამ საკითხზე. მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ეს არის ის, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და აშშ-ის კონსტიტუციაში. ყველაფერი, რაც ასუსტებს ან ხელყოფს მას, ასუსტებს ჩვენი დემოკრატიების საფუძველს. სწორედ ამიტომ ჯანსაღი დემოკრატიისთვის ჩვენ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვნად და ცენტრალურად მიგვაჩნია“, – განაცხადა ელჩმა.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...