თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა გამოდის ინიციატივით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით გახანგრძლივდეს
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი აცხადებს, რომ ანკარა გამოდის ინიციატივით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით, 2023 წლის ნოემბრამდე გახანგრძლივდეს.
შესაბამის ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს.
„ჩვენ ვთქვით, რომ კონფლიქტი ცალკეა, ჰუმანიტარული პირობები კი ცალკე. უკრაინამ მისცა რუსეთს თურქეთის შუამავლობით წერილობითი გარანტია. ჩვენ შევთავაზებთ შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას“, – განაცხადა მინისტრმა.
გასულ კვირას კრემლში განაცხადეს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ რუსეთის დაბრუნების მიუხედავად, მოსკოვს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მისი გაგრძელების საკითხი.
შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება თურქეთის და გაერო-ს შუამავლობით ივლისში, 120 დღის ვადით გაფორმდა. ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების მოქმედების ვადა 19 ნოემბერს იწურება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.