ემანუელ მაკრონი - რუსეთის ენერგეტიკული მუქარების ფონზე, მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი კლიმატურ ვალდებულებებზე
მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი გასულ წელს გლაზოგში გამართული სამიტის დროს აღებულ კლიმატურ ვალდებულებებზე რუსეთის ენერგეტიკული მუქარების წინაშე, – ამის შესახებ ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ემანუელ მაკრონის თქმით, მსოფლიომ უნდა დაზოგოს ენერგია და განავითაროს განახლებადი წყაროები ენერგორესურსებზე ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე.
„ჩვენ არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთის ენერგეტიკულ მუქარებს. ქვეყნებს მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა გაგრძელდეს. მდიდარი ქვეყნებისთვის, კერძოდ ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის, ეს გულისხმობდა ეროვნული სტრატეგიების შემუშავებას ჩვენი ვალდებულებებისთვის და ახლა საუბარია მათ პატივისცემაზე – ეს არის ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირებას გულისხმობს“, – განაცხადა მაკრონმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.