ვოლოდიმირ ზელენსკი - სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
მისი თქმით, სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შესახებ. კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტანტინ გრიგორშინთან დაკონსტანტინ ჟევაგოსთან დაკავშირებულ მსხვილ კომპანიებზე.
„ჩვენი პასუხი მტრისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და კოორდინირებული. სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების აქტივების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ: „მოტორ სიჩი“, „ზაპოროჟტრანსფორმატორი“, „ავტოკრაზი“, „უკრნაფტა“, „უკრტატნაფტა“. ასეთი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის ომის პირობებში, ხორციელდება მოქმედი კანონების შესაბამისად და შეუძლიათ ჩვენი თავდაცვითი სექტორის არსებითი საჭიროებების დაკმაყოფილება. ამ რთულ დროს ყველა ძალა უნდა მივმართოთ ჩვენი მიწისა და ხალხის გათავისუფლებისკენ, უკრაინული არმიის მხარდაჭერისკენ“, – წერს ზელენსკი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.