სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები, ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ვდგავართ გამოწვევის წინაშე
ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს. ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ისევე როგორც ამ ოთახში მყოფ ყველა სხვა ქვეყანას. რეფორმები ხორციელდება ხან სწრაფად, ხან ნელდება, ვდგავართ გამოწვევის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე გამოსვლისას საქართველოში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა, პრეზიდენტმა ერთ-ერთ გამოწვევად დაასახელა პოლარიზაცია და აღნიშნა, რომ ეს ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.
„ყველამ იცის „ვარდების რევოლუცია“ , მაგრამ საქართველოს დემოკრატიზცია დიდი ხნის წინ, შესაძლოა საუკუნეების წინ დაიწყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს მოხდა ამ საუკუნეში, პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების დროს 1918 წელს, რომელიც შეჩერებული იქნა რუსეთის შეჭრით. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. შეცვალა მენტალობა, იყო რეპრესიები. შემდეგ იყო დამოუკიდებლობის ახალი ეტაპი 1991 წელს, რასაც მოჰყვა რუსეთის ახალი თავდასხმა სეპარატისტული რეგიონებით. შესაძლოა, დასავლეთს ამის დანახვა არ უნდოდა, მაგრამ რუსეთი გვიტევდა თავისი სამხედროებით, იარაღით, შემდეგ კიდევ ერთხელ 2008 წელს შემოგვიტია. ჩვენ ვაგრძელებდით წინააღმდეგობის გაწევას. გავხდით დემოკრატიულად გამძლე. ეს დაიწყო ამ შენობაში, როცა საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა და ეს იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომლის წევრიც გავხდით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს. ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ისევე როგორც ამ ოთახში მყოფ ყველა სხვა ქვეყანას. რეფორმები ხორციელდება ხან სწრაფად, ხან ნელდება, მაგრამ ვდგავართ გამოწვევის წინაშე, არის ერთი გამოწვევა, რომელმაც შექმნა დიდი გამძლეობა. ყველაზე შთამბეჭდავი არის ამ უდიდესი გამოწვევის წინაშე თქვენი ერთიანობა, ეს არის ის, რაც დაეხმარა თქვენს ხალხს ბრძოლასა და გამძლეობაში. ჩვენც ამ გამოწვევების წინაშე ვართ, პოლარიზაცია ყველგანაა პოლიტიკაში, მედიაში, ეკლესიაშიც არის პოლარიზაცია. რას ვგულისხმობთ პოლარიზაციაში? იმას, რომ ჩვენ აღარ ვენდობით ერთმანეთს და სხვებს მტრად აღვიქვამთ. ჩვენ ისევ გვაქვს უსაფრთხოების პრობლემები, მაშასადამე პოლარიზაცია ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რადგან მტერი პირდაპირ არ გიტევს, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტში გვაქვს სამხედრო ბაზები, დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში. ეს არ არის მარტივი სიტუაცია და გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ დემოკრატიული გამძლეობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.