Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსეთს დრონები ომამდე გადასცა


აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში რობერტ მელი აცხადებს, რომ ირანმა რუსეთს დრონები უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზაფხულში გადასცა.

„არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსებს დრონების შეზღუდული რაოდენობა ომამდე გადასცა. მათ ათობით დრონი ამ ზაფხულს გადასცეს და ოკუპირებულ უკრაინაში პერსონალი გაგზავნეს იმისთვის, რომ დაეხმარონ რუსეთს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მათ გამოყენებაში. მტკიცებულებებთან პირისპირ მათ ახალი პოლიტიკა სჭირდებათ და არა ახალი ზღაპარი“, - დაწერა ამერიკელმა დიპლომატმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა დღეს პირველად აღიარა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთს დრონები მიაწოდა და ხაზი გაუსვა, რომ გადაცემა უკრაინის ომამდე განხორციელდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...