უკრაინის დაზვერვა - რუსეთში 120 „ისკანდერია“ დარჩენილი, თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% გამოყენებულია
რუსეთში მხოლოდ 120 „ისკანდერია“ დარჩენილი და თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი გამოყენებულია, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას ტერორისტულმა ქვეყანამ გამოიყენა თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80 პროცენტი“, - აცხადებენ უწყებაში.
თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ კრემლი გეგმავს ირანიდან Fateh-110-სა და Zolfaghar-ის ბალისტიკური რაკეტების შეძენას და საჰაერო გზით მათ ყირიმში, ზღვით კი - რუსეთის პორტებში გაგზავნას.
„ვიცით, რომ შეთანხმებები უკვე მიღწეულია“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.