გია ვოლსკი საჩხერეში ტყის ბადეებით გადახურვის შესახებ ინფორმაციაზე - „ქართუ“ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლითაც წითელ წიგნში შეტანილი ფრინველთა სახეობები გადარჩება და ბევრი ადამიანი დასაქმდება
„ქართუ“ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლითაც წითელ წიგნში შეტანილი ფრინველთა სახეობები გადარჩება და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება - საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმე კეთდება, როგორც „ქართუს“ მიერ გაკეთებული არაერთი სხვა საქმეა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
“როგორც “ტვ პირველმა“ განაცხადა, გნოლები, ხოხბები და ქათმები ბიძინა ივანიშვილმა დაატყვევა. დაატყვევა მუხებით, მოაქცია ბადის ქვეშ და მიწები მიიტაცა, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაციაა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
“ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა და 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა. კონტრაქტის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა პირმა სარგებლობისათვის გათვალისწინებული ტყის ფართობი ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენეს მოსაწყობად უნდა გამოიყენოს. ეს გულისხმობს მწყრის, კაკბისა და ხოხბის თავისუფალი შენახვის აგროკომპლექსის მოწყობას, ხის ვოლიერების განთავსებას, “ბადით ნაწილობრივ გადახურვასა” და ტერიტორიის შემოღობვას.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.