Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის უშიშროების ცნობით, წლის მესამე კვარტალში რუსები ყველაზე მეტად აფხაზეთში ჩადიოდნენ


2022 წლის სამ თვეში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. რუსული გამოცემა РБК რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში ჩასვლის რაოდენობა თითქმის 2.5 მილიონია. მეორე ადგილზეა თურქეთი - დაახლოებით 2.1 მილიონი. თურქეთს მოსდევენ ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაში საქართველო აფხაზეთის გარეშეა, რადგან საქართველოს ეს რეგიონი კრემლისთვის „დამოუკიდებელი რესპუბლიკაა“. ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთიდან საქართველოში გაემგზავრნენ დაახლოებით 460 000-ჯერ, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე სტატისტიკით, 2022 წლის მესამე კვარტალში, რუსეთიდან საზღვარგარეთ გამგზავრების რიცხვი იყო 9.7 მილიონზე მეტი, რაც მეორე კვარტლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.

წლის მესამე კვარტლის ბოლო თვეს, სექტემბერში, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად გამოაცხადა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია, რომლის გამოც, რუსეთი დატოვა ათეულობით ათასმა მოქალაქემ.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...