Jump to content
Planeta.Ge

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება


ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

მედიის ცნობით, მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა რომან ტკაჩუკმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ არსებობს მთელი ენერგომომარაგების სისტემის გამორთვის რისკი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ დარტყმებს მიაყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ტკაჩუკის თქმით, ქალაქის ხელისუფლება 12 საათში მიიღებს შეტყობინებას, რომ ელექტროქსელი ავარიის პირასაა და თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, ხელმძღვანელობა მოსახლეობას გააფრთხილებს და ქალაქის დატოვებას ურჩევს.

როგორც მედია წერს, პუბლიკაციის გასაჯაროების შემდეგ, რომან ტკაჩუკმა განაცხადა, რომ ახლა დედაქალაქში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის საფუძველი არ არის.

დედაქალაქის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩენას არ გამორიცხავს კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც, რომელიც კიევის მოსახლეობას მოუწოდებს, მოამზადონ საჭირო მარაგი და განიხილონ ქალაქგარეთ დროებით გადაადგილების შესაძლებლობა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...