კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს
კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის 6 ნოემბრიდან დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს.
„უკრენერჰოში“ აცხადებენ, რომ ქალაქის მოსახლეობა სოცქსელებსა და სპეციალურ პორტალზე წინასწარ შეიტყობს მათ რაიონებში დენის გათიშვის შესახებ.
კიევის ხელისუფლებამ მოიმარაგა დიზელის საწვავი, ელექტროგენერატორები, საკვები და სასმელი წყალი. ზამთრის პერიოდში ქალაქში გათბობის 1000-ზე მეტი პუნქტი იმუშავებს.
არ არის გამორიცხული არც კიეველთა სრული ევაკუაცია. ასეთ შემთხვევაში ქალაქიდან სამი მილიონი ადამიანის გაყვანა იქნება საჭირო.
შაბათს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიეველებს მოუწოდა, იზრუნონ აუცილებელ მარაგზე ან გამონახოთ ქალაქის დროებით დატოვების შესაძლებლობა, ვინაიდან ის არ გამორიცხავს ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების სრულ შეწყვეტას უკრაინის დედაქალაქში.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს. მაგრამ ვიყოთ გულწრფელნი: ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ, რათა ქალაქი იყოს სითბოს, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე და საერთოდ, რათა ჩვენ ყველანი მოვკვდეთ,“ თქვა კლიჩკომ.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.