Jump to content
Planeta.Ge

იტალიაში გაიმართა მარში უკრაინაში მშვიდობისთვის


შაბათს იტალიის დედაქალაქ რომში ათიათასობით იტალიელი გამოვიდა აქციაზე უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად.

მშვიდობის გარდა, იტალიელები ითხოვდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას.

ხალხს ეკავა ბანერები „არა ომს. არა იარაღის გაგზავნას“. იტალია, ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, ომის დაწყებიდანვე მხარს უჭერდა უკრაინას და ამარაგებდა მას იარაღით.

ახალმა ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას. მაგრამ ყველა არ ეთანხმება მელონის პოზიციას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს.

საერთო ჯამში, რომის პოლიციის ცნობით, დაახლოებით 30,000 ადამიანი მონაწილეობდა შაბათის საპროტესტო აქციებში.

რადიო თავისუფლება

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...