Jump to content
Planeta.Ge

იენს სტოლტენბერგი - უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, უზრუნველვყოფთ, რომ ის გამოიყენებს თავის უფლებას რუსების თავდასხმისგან თავის დასაცავად


ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ და უზრუნველყოფენ, რომ უკრაინა გამოიყენებს თავის თავდაცვის უფლებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეს არ უნდა მოხდეს. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობის როლს მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებაში.

„ახლა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო, შეჭრილიყო სხვა ქვეყანაში. ჩვენს სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა გამოიყენებს თავის უფლებას რუსების ამ თავდასხმისგან თავის დასაცავად. სწორედ ახლა რუსეთის ლიდერები და პუტინი ავლენენ განსაკუთრებით საშიშ ბირთვულ რიტორიკას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებულები არ არიან. მისი გამოყენების შემთხვევაში კონფლიქტის ხასიათი შეიცვლება. ამ კონტექსტში, საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიო იყო. არასოდეს გამოიყენოთ ბირთვული იარაღი“, – თქვა სტოლტენბერგმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...