ოლაფ შოლცი - უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია, ეს იქნება ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე ისაუბრა. როგორც შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხდომაზე განაცხადა, „მიუღებელია ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება“.
ოლაფ შოლცის თქმით, ეს გზავნილი გადასცა ჩინეთის ხელმძღვანელობას და მხოლოდ ამიტომ ღირდა ჩინეთში ვიზიტი.
გერმანელმა პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა მოუწოდა რუსეთს მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.
„ეს იქნება ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია“, – აღნიშნა შოლცმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.