Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ამომრჩევლებს ფილადელფიის შტატში შეხვდნენ


აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ამომრჩევლებს ფილადელფიის შტატში შეხვდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შუალედურ არჩევნებს აშშ-ის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მომენტი უწოდა.

„დემოკრატია ფაქტობრივად კენჭისყრაზეა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ერისთვის და ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა ვილაპარაკოთ“, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში დემოკრატიული წაგება შედეგებს ათწლეულების განმავლობაში მოიტანს. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც, რომელმაც მწვავე პოლიტიკური რიტორიკა გააკრიტიკა.

პენსილვანიის შტატში რესპუბლიკელ კანდიდატებს დაუჭირა მხარი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნის განადგურების შესაჩერებლად და ამერიკული ოცნების გადასარჩენად, მოსახლეობამ რესპუბლიკელებს უნდა მისცეს ხმა.

არჩევნებში ამერიკელები გადაწყვეტენ, ვინ გააკონტროლებს კონგრესს ბაიდენის პირველი ვადის ბოლო ორი წლის განმავლობაში.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...