კიევი: უკრაინის ჯარებმა შეძლეს რუსეთის იერიშების მოგერიება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა პარასკევს შეძლეს რუსეთის იერიშების შეჩერება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ამასთან, უკრაინის ჯარებმა 11 დარტყმა განახორციელეს მტრის პოზიციების წინააღმდეგ. ამავე დროს კიევმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო Orlan-10 ტიპის დრონი, თერთმეტი Shahed-136 დრონი და ორი ფრთოსანი რაკეტა Kalibr-ი.
ვინიცის გუბერნატორმა სერჰი ბორზოვმა თქვა, რომ წუხელ ცენტრალურ უკრაინაში მდებარე რეგიონში რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახორციელა იერიში.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთი აქტიურად იყენებს ირანული წარმოების დრონებს სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. 5 ნოემბერს ირანმა პირველად აღიარა, რომ დრონებს აწვდის რუსეთს, თუმცა, თეირანის თანახმად, დრონები უკრაინაში ომის დაწყებამდე გაიგზავნა რუსეთში.
წუხელ რუსეთმა ასევე იერიშები განახორციელა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გასულ კვირაში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა დონეცკში, ბახმუტისა და სოლედარის გარშემო და რომ უკრაინის ჯარები ინარჩუნებენ პოზიციებს ამ რეგიონსა და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.