Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 500 ენერგოგენერატორი გაუგზავნეს


ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას გაუგზავნა 500 ენერგოგენერატორი, რათა დაეხმაროს მას ელექტრომომარაგების რეგულარული დარღვევის პირობებში. ამის შესახებ იტყობინება ევროპის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის ოპერაციების მთავარი სამმართველო.

„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არის დაზიანებული,“ განაცხადა სააგენტომ.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გაგზავნეს ენერგორესურსები, არიან საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი, დანია და სხვები. სააგენტო შუამავლის როლში გამოდის ამ ქვეყნებსა და უკრაინას შორის.

რუსეთის არმია სექტემბრის შუა რიცხვებიდან დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ შეტევების შედეგად დაზიანებულია ქვეყნის ენერგოობიექტების 40%-მდე.

უკრაინის ხელისუფლებამ ელექტროენერგიით მომარაგების გრაფიკი შემოიღო. მოქალაქეებს მოუწოდებენ, პიკის საათებში არ გამოიყენონ ელექტრომოწყობილობები. ქალაქებში თიშავენ ელექტროგანათებას, აჩერებენ ტროლეიბუსების მოძრაობას.

მიმდინარე კვირაში ენერგეტიკის საკითხებში ევროპის კავშირის კომისარი კადრი სიმსონი კიევში ჩავიდა. მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის „სასტიკი და არაადამიანური“ იერიშების პირობებში შეისწავლის უკრაინის ენერგოსექტორისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობებს. მან საერთაშორისო კომპანიებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ უკრაინისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემას.

რადიო თავისუფლება 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...