„როიტერი“ - ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, აშშ-მა კი, რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა
ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, აშშ-მა კი, რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ფხენიანის მიერ ნასროლმა რაკეტებმა 20 კილომეტრის სიმაღლეზე, 130 კილომეტრზე იფრინა.
ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაასრულეს. წვრთნებში მონაწილეობას 240 სამხედრო თვითმფრინავი იღებდა.
გავრცელებული ცნობით, აშშ-მა B-1B-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები რეგიონში 2017 წლის შემდეგ, პირველად გაგზავნა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ 4 ნოემბერს აშშ-ს და სამხრეთ კორეას „პროვოკაციული“ საჰაერო წვრთნების შეწყვეტა მოსთხოვა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.