ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგია, რომ მსოფლიო რუსულ რიტორიკას აღიქვამს როგორც ტყუილს და ყურადღებას აქცევს მხოლოდ იმას, რასაც რეალურად აკეთებს ტერორისტული სახელმწიფო
რუსეთმა დონეცკის რეგიონში უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები კონცენტრირებულია დონბასში – ბახმუტთან და სოლედართან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ზარალის რეალური დონე რუსული საზოგადოებისთვის დაფარულია.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის მშვიდობისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის მიყენებული ზიანის სრული კომპენსაციის გათვალისწინების შემთხვევაში.
„მობილიზაციასაც კი მალავენ და უბრალოდ ატყუებენ ხალხს, რომ სავარაუდო სამობილიზაციო დავალება შესრულებულია. მაგრამ სინამდვილეში, რუსეთის რეგიონებში და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისინი აგრძელებენ ხალხის სიკვდილისთვის შეკრებას. ვინმე როდესაც მოლაპარაკებებზე ფიქრობს, ის ცდილობს, მოატყუოს ირგვლივ ყველა, რათა ხორცსაკეპ მანქანაში კიდევ ათობით ან ასობით ათასი ადამიანი გაგზავნოს – მობილიზებული, თუ დაქირავებული ჯარისკაცების სახით. ძალიან კარგია, რომ მსოფლიო რუსულ რიტორიკას ისე აღიქვამს, როგორც იმსახურებს. კერძოდ, როგორც სიცრუეს და ყურადღებას აქცევს მხოლოდ იმას, რასაც რეალურად აკეთებს ტერორისტული სახელმწიფო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.