Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ქალი


ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, 29 წლის ქალი დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით [10 გრამი] ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. როგორც გამოცემა სპუტნიკი წერს, მისი ბინიდან ამოღებულია საქართველოს დროშა და აფხაზური და ქართული პასპორტები.

მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

"გაზიარებული უნფორმაციის მიხედვით, უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ა.თ პერმანენტულად ცხოვრობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ა.თ-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად" -ნათქვამია უწყების მიერ 5 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

რუსული პროპაგანდისული მედია გამოცემა, პუტნიკ აბხაზია წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე დაპატიმრებულია და გამოძიება გრძელდება.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...