Jump to content
Planeta.Ge

ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს


აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია მისი დელეგაციის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა და ვიზიტის მიღმაც განიხილება.

“საშუალება მქონდა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებისგან ამ ძალისხმევების დაგეგმვის შესახებ მომესმინა, და, რა თქმა უნდა, ამერიკელი სამხედროები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან უკრაინელებთან და ამას განიხილავენ”, - აღნიშნა სალივანმა.

მან განაცხადა, რომ თეთრი სახლი ამისთვის საჭირო დახმარებას გაიღებს, ისევე როგორც კონკრეტულად ხერსონის ოპერაციისთვის ადაპტირებულ დამატებით დახმარებას.

“ბრძოლის ველზე ვითარების შეფასება ჩემი საქმე არაა. ჩემი საქმეა დავრწმუნდე, რომ უკრაინას ვაწვდით იმას, რაც მას ესაჭიროება, რომ ეს მოხდეს… დღეს კიდევ ერთხელ ვიკითხე, რა არის საჭირო [უკრაინისთვის ამ ოპერაციის დასასრულებლად] და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მივაწოდოთ ის, რაც საჭიროა ამ ბრძოლისთვის”, - აღნიშნა სალივანმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...