Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა - ვიზიტის თემებია: ომის დანაშაული და უკრაინასთან სამართლის სფეროში თანამშრომლობა


გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

dpa-ს თანახმად, გერმანელმა სტუმარმა 4 ნოემბერს კიევის რკინიგზის მთავარ სადგურზე ჩასვლის შემდეგ განაცხადა: "ჩვენ დღეს უკრაინის გვერდით ვდგავართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ."

დღის წესრიგშია მოლაპარაკებები მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და უფლებადამცველებთან. ყურადღება მახვილდება ჩადენილი ომის დანაშაულების გამო ეჭვმიტანილების სამართლებრივ დევნაზე, რაშიც გერმანიას სურს დაეხმაროს უკრაინას.

ასევე განიხილავენ თანამშრომლობის გეგმებს მართლმსაჯულების სფეროში, მათ შორის უკრაინის ევროპის კავშირში მიღებასთან დაკავშირებით.

სტუმართან, უკრაინის იუსტიციის მინისტრ დენი მალიუსკას შეხვედრის შემდეგ, მასპინძელმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინის მიზანია, "გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიაღწიოს რეზოლუციის მიღებას ომის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ფონდის შექმნის შესახებ."

"მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება მსოფლიოში თავისუფლებასა და უსაფრთხოებას მომავალი, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს თავის ადგილს მიუჩენს", განაცხადა ბუშმანმა გაეროში ვიზიტისას ოქტომბერში.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...