Jump to content
Planeta.Ge

კვარაცხელია „ატალანტასთან“ არ ითამაშებს - ხვიჩას წელი აწუხებს #1TVSPORT


„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ბერგამოში არ გაემგზავრება და „ატალანტას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს – ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელია ბერგამოში, „ატალანტას“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში წელის მწვავე ტკივილის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს“ – ნათქვამია „ნაპოლის“ ოფიციალურ განცხადებაში.

კვარაცხელიას დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

5 ნოემბერს, ბერგამოში, სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაწყება.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...