Jump to content
Planeta.Ge

თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ხელაძის განცხადებას მოჰყვა.

როგორც ხელაძემ სხდომაზე განაცხადა, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგედიით დივიდენდების მიღებას და ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. ამასთან, მმართველი გუნდის დეპუტატმა ოპოზიციონერი კოლეგები სპეკულაციებშიც დაადანაშაულა.

ხელაძის ამ განცხადებას ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთის განმავლობაში, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება იყო.

ამ ფაქტის გამო, საკრებულოს თავმჯდომარე იძულებული გახდა, სხდომაზე დეპუტატების სიტყვით გამოსვლების პროცედურა შეეწყვიტა. ამის შემდეგ ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...