Jump to content
Planeta.Ge

კომპანია Twitter Inc.-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ პერსონალის შემცირება იწყება


კომპანია Twitter Inc.-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ პერსონალის შემცირება იწყება. ამის შესახებ წერენ სააგენტოები AFP, Reuters-ი და Bloomberg-ი.

სოციალური ქსელის, Twitter-ის მფლობელი კომპანიის თანამშრომლებს აცნობეს, რომ დღეს, 4 ნოემბერს, აშშ-ში სამუშაო დღის დაწყების შემდეგ მიიღებენ ელექტრონულ წერილებს, სადაც მითითებული იქნება, რჩებიან თუ არა კომპანიაში სამუშაოდ. თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ 4 ნოემბერს არ მივიდნენ ოფისებში, რომლებიც დროებით დაკეტილია.

კომპანია Twitter Inc, რომლის ახალი მფლობელი ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკია, თანამშრომელთა შემცირებას უწოდებს რთულ, მაგრამ კომპანიის მომავალი წარმატებისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებას. ამერიკული მედიის ცნობით, მასკი თანამშრომელთა რიცხვის განახევრებას აპირებს. ამჟამად Twitter-ში 7500-მდე ადამიანი მუშაობს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...