უკრაინისადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დახმარება გაგრძელდება - ამერიკელი სენატორები პორტმანი და კუნსი
ამერიკელმა სენატორებმა, რესპუბლიკელმა რობ პორტმანმა და დემოკრატმა კრის კუნსმა, რომლებიც ხუთშაბათს კიევში ჩავიდნენ, 3 ნოემბერს პირობა დადეს, რომ ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისთვის მომავალი კვირის შუალედური კონგრესის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. სენატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ" ძალიან პოზიტიური " მოლაპარაკებები ჰქონდათ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
უკრაინაში ყოფნის დროს ამერიკელმა სენატორებმა დაათვალიერეს ასევე ის ენერგეტიკული ობიექტი, რომელზეც რუსეთმა ირანის მიერ მიწოდებული დრონებით განახორციელა შეტევა.
სენატორების უკრაინაში ვიზიტის ფონია სპეკულაციები, რომ ამერიკელმა რესპუბლიკელებმა, რომლებიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ფავორიტებად მიიჩნევიან, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ შესაძლოა უარი თქვან უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებაზე.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.